
დათუნა მგელაძე და ნინო ფუტკარაძე მალე ხელს მოაწერენ. მომღერალსა და ჟურნალისტს, ხელმოწერის თარიღი ჯერ არ გადაუწყვეტიათ.
ნიშნობა სექტემბრის დასაწყისში ჰქონდათ, ჯერჯერობით, ერთ ჭერქვეშ არ ცხოვრობენ. ხელმოწერას ელოდებიან.
“ვიწრო წრეში ძალიან მალე მოვაწერთ ხელს. კონკრეტული თარიღი არ ვიცით. გეგმები ბევრჯერ შეგვეცვალა. ჯვრისწერა, ალბათ, გაზაფხულზე გვექნება…” – გვითხრა ნინომ.
როგორც დათუნა “პრაიმტაიმთან” ამბობს, ხელმოწერის შემდეგ, სამოგზაუროდ წავლენ. თუ ფრენა არ დამეზარა, რომელიმე თბილ ქვეყანაში გავფრინდებითო, გეგმებს გვიზიარებს მომღერალი.

დათუნა მგელაძე: – ხელს ამ თვეში მოვაწერთ და თუ არ ჩავიკეტეთ, ალბათ, სადმე გავემგზავრებით. ვფიქრობთ პარიზზე. თუ ათსაათიანი ფრენა არ დამეზარა, ან შრი-ლაკანზე გავემგზავრებით, ან მალდივებზე. მღლის ფრენა, მეზარება.
ამ თვეში სახლის რემონტიც დასრულდება და ერთად საცხოვრებლად გადავალთ.
სასიამოვნო და ბედნიერების მომნიჭებელია, როცა შენც ზრუნავ საყვარელ ადამიანზე და ისიც – შენზე. ერთად წამოწყებული საქმეც უფრო წარმატებული გამოდის.
– რას საქმიანობ?
– კარგი რა. მომღერლების ბედი აქ ვის აინტერესებს? გულგრილად გვეკიდებიან. როგორ ცხოვრობს ხალხი, მართლა არ ვიცი. მე, ღვთის წყალობით, ჩემი ბიზნესი მაქვს და დეპრესიაში არ ვარ ჩავარდნილი. მაქვს საუკეთესო სილამაზის სალონი.
ახლა საავტორო სიმღერაზე ვმუშაობ. რეზო ბლიაძის ტექსტზე დაწერილ სიმღერაზე არანჟირებაში პაატა სილაგაძე დამეხმარა. კლავიშზე საოცრად უკრავს პაპუნა შარიქაძე. ისეთი ტრეკი გამოდის, რომ ვფიქრობ ვიდეორგოლზე.























