17:11 | 2021-09-20 ავტორი: Prime Time

ხელში მიჭირავს ფურცელი და აწერია ქართულად, – „სისხლი“ – რას იხსენებს თამარ კაციტაძე

ხელში მიჭირავს ფურცელი და აწერია ქართულად, – „სისხლი“ – რას იხსენებს  თამარ კაციტაძე

თამარ კაციტაძე პროფესიით პედაგოგი გახლავთ. ის თავისი ახალგაზრდობის ამბავს იხსენებს იმის შეასხებ, თუ როგორ გაერთიანდნენ თვითმფრინავის მგზავრები, რომ თბილისიდან ანალიზისთის გაგზავნილი სისხლი დროულად ჩაბარებოდა ადრესატს.

„ძველი ამბავია, რომელიც დამთავრდა, მოგონება კი სტოპ-კადრივით ჩამრჩა მეხსიერებაში. საყოველთაო უიმედობის დროს მახსენდება.
1996 წელია, მოსკოვში ვცხოვრობ. ერთხელ მირეკავენ თბილისიდან, ახლობლის ბავშვის სისხლის ანალიზი გამოვაგზავნეთ მოსკოვში, ბავშვთა საავადმყოფოში, მაგრამ ეს თურმე არაა საკმარისი, თვითონ სისხლი უნდა გადმოაგზავნოთო. თან ღელავენ – სისხლი ვინმე უცხოს უნდა გადასცენ აეროპორტში და როგორ იქნება ეს ამბავიო. 5 წლის გოგონა ეჭვით ლეიკემიაზე, მძიმე მდგომარეობაში. უნდა დავხვდე აეროპორტში და სისხლი სასწრაფოდ მივიტანო საავადმყოფოში.
აეროპორტში ვარ, ველოდები. ხელში მიჭირავს დიდი ფურცელი და ზედ აწერია დიდი ასოებით, ქართულად, “სისხლი”. გამოდის ხალხი, წინ მორბის ახალგაზრდა ქალი გულში ჩახუტებული პაკეტით, ყველა გზას უთმობს, ყველა მხრიდან ისმის, გაატარეთ, სისხლი მიაქვს, სისხლი. როგორც ჩანს, მთელმა თვითმფრინავმა იცოდა ეს ამბავი და ღელავდა. დამხვედრმა საკოცნელად გაიწია. ამ ქალმა ხელი აუკრა, გამიშვი, სისხლი მიმაქვსო. მომძებნა, გადმომცა.
აბა რა ვთქვა. დღეს ის ბავშვი სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალია, მე კი არ მავიწყდება ბავშვის სისხლით შეკრული მგზავრები. აი ესაა ჩემი სტოპ-კადრი “. – წერს სოციალურ ქსელში თამარ კაციტაძე.
ავტორი: Prime Time

X