
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელმა, თემურ ჭყონიამ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს საქციელი გააკრიტიკა.
მისივე თქმით, ეს „ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო“.
„ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, უწესობაა მაშინ, როცა მთელი ჩემპიონატის სპონსორია „კოკა-კოლა”. მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას „კოკა-კოლას” და ვინ არის რონალდუ ელვის პრესლისთან? ნული. მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარია”,- განაცხადა თემურ ჭყონიამ.
შეგახსენებთ, რონალდუმ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში პორტუგალია-უნგრეთის მატჩის წინ, ბუდაპეშტში გამართული პრესკონფერენციაზე, მის წინ განთავსებული „კოკა-კოლას” ორი ბოთლი დემონსტრაციულად გასწია, სანაცვლოდ კი წყალი აიღო. ამ ჟესტის შემდეგ, ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორის, „კოკა-კოლას” აქციებზე ფასი 1.6%-ით დაეცა.






















