23:09 | 2020-09-29 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა – „მთავარი არხის“ ჟურნალისტი 

ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა – „მთავარი არხის“ ჟურნალისტი 

„ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა“ – ამბობს “მთავარი არხის” ჟურნალისტი, რომელსაც მარნეულში თავს დაესნნენ და ამ წუთებში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

„ნახევარი საათი ასფალტზე ვეგდე, სასწრაფო არ მოვიდა. მე უბრალოდ თავს ვუშველე, ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა“, – ამბობს ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი

 

ცნობისთვის, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

 

შემთხვევის დროს „მთავრი არხის“ 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

თავს დაესხნენ საზოგადოებრივი მაწუყებლის გადამღებ ჯგუფსაც.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X