22:39 | 2021-08-05 ავტორი: Prime Time

ხილვა მქონდა, ლია გარდაიცვალა – პატრიარქმა ამბის სათქმელად მისულებს, მგალობლის სიკვდილი თავად აუწყა

ხილვა მქონდა, ლია გარდაიცვალა – პატრიარქმა ამბის სათქმელად მისულებს, მგალობლის სიკვდილი თავად აუწყა

კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა ცნობილი ქართველი მგალობელი ლია სალაყაია.

კორონავირუსით გარდაიცვალა ცნობილი მგალობელი, რომელიც პატრიარქმა ეკელსიის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა
2021-08-05კორონავირუსით გარდაიცვალა ცნობილი მგალობელი, რომელიც პატრიარქმა ეკელსიის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა

 

ცნობისთვის, ლია სალაყაია ბოლოს წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრში გალობდა. ის იყო პირველი საკვირაო სკოლის დამაარსებელი სიონში.

 

2019 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

 

„საოცარია. თავად უწმიდესმა მითხრა ეხლა, რომ ხილვაში ვნახეო, რომ ლია გარდაიცვალაო. მითხრეს, ლია წავიდაო.

ჯერ არ ჰქონდათ მისთვის ნათქვამი და მან იხილა მასთან ამ ამბის საუწყებლად მისულ ადამიანებს, აქით უთხრა ეს…

სამებაში იქნება პანაშვიდი ხვალ. შაბათს გამოსვენება და სამთავროში დაიკრძალოსო, უწმიდესმა ბრძანა“- წერს საპატრიარქოს მსახური სოციალურ ქსელში.

 

 

ასევე ნახეთ: ლია სალაყაიას დაჯილდოება საპატრიარქოში

 

 

 

წაიკითხეთ სხვა საინტერესო ამბები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X