21:52 | 2020-05-23 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ხის ტოტების მოტეხის შედეგად, სულ 13 ავტომობილი დაზიანდა

ხის ტოტების მოტეხის შედეგად, სულ 13 ავტომობილი დაზიანდა

ბოლო 12 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაფიქსირდა 260 შეტყობინება, აქედან 240 – თბილისში. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა მოქალაქეების დაშავება ან დაზიანება.

 

შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო, დაფიქსირდა რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევები, რა დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა.

 

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და ავტომობილები დააზიანა
2020-05-23თბილისში ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და ავტომობილები დააზიანა

 

ხის ტოტების მოტეხის შედეგად, ჯამში, დაზიანდა 13 ავტომობილი.

 

მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო ადგილობრივი მუნიციპალური და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X