
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მიციდა. ღარიბაშვილმა საკუთარი არჩევანი ვაკის ოლქში, მე-11 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„მე რა თქმა უნდა, ხმა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას მივეცი. ჩვენს ხალხს სჭირდება სიმშვიდე, სიწყნარე, განვითარება, სტაბილურობა, რაც არის ჩვენი საერთო იდეა და მიზანი. მჯერა, რომ დღეს ჩვენი ხალხი მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს, შფოთს, არეულობას და დაპირისპირებას, რომელიც მომდინარეობს დესტრუქციული ოპოზიციზის მხრიდან. მჯერა, რომ ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი და მჯერა, რომ არ არჩევნებით თავისუფალი, გამჭირვალე იქნება. ყველას მინდა, რომ თხოვნით მივმართო, მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენი არჩევანი დავაფიქსიროთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















