
ბათუმში საარჩევნო უბნის გახსნის დროს მე-9 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ხმაურის სავარაუდო მიზეზი ბიულეტენების დალუქვის წესის დარღვევა გახდა.
კერძოდ, უბნის თავმჯდომარემ, 7 საათამდე, ვიდრე კომისიის დანარჩენი წევრები და დამკვირვებლები უბანზე მივიდოდნენ, დალუქული ტომარა თვითნებურად გახსნა, სადაც საარჩევნო ბიულეტენები იყო განთავსებული, ე.წ. ბლოკნოტები და გადათვალა, რასაც დამკვირვებლების მხრიდან პროტესტი და ხმაური მოჰყვა. შედეგად, აღნიშნული უბანი დაახლოებით 7 წუთის დაგვიანებით გაიხსნა.
ხმაურის გამო ადგილზე ბათუმის ოლქის თავმჯდომარე მივიდა, რომლის განმარტებითაც აღნიშნული ინციდენტი კომისიის თავმჯდომარის მხრიდან დარღვევა იყო. აღნიშნულის გამო შესაბამისი საჩივარი ოლქში უკვე შევიდა.
ბათუმში ერთმანეთის კონკურენტები არიან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები არიან. გიორგი კირთაძე „ნაციონალური მოძრაობა“ და არჩილ ჩიქოვანი „ქართული ოცნება“.
ბათუმში არის 103 უბანი, მათ შორის ერთი სპეცუბანი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გახსნილი.
ინფიცირებულ პირებს კი ხმის მიცემა გადასატანი ყუთის საშუალებით მიეცემათ.
ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტი ხმა მიიღებს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















