01:42 | 2021-04-04 ავტორი: Prime Time

ხმაური ბათუმში – აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური ბათუმში – აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირებაა ბათუმის ქუჩებში, სადაც კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.

 

აქციის მონაწილეებმა აღნიშნული შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობაც მოაწყვეს.

 

მსვლელობის დროს აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და დეპუტატ გია ვოლსკის 2 აპრილის უცენზურო ჟესტის საპასუხოდ იგივე შინაარსის შემცველ სტიკერებს აკრავდნენ, რაშიც მათ პოლიციამ ხელი შეუშალა და სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X