
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ შუა ქვალონში.
თვითმხილველების ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის მანქანა განათების ბოძს შეეჯახა, ამოტრიალდა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა.
ავტომობილის მოსალოდნელ აფეთქებამდე მძღოლი, რომელიც მანქანიდან გადმოსვლას ვერ ახერხებდა, საპატრულო ეკიპაჟმა დროულად გადმოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლი არ მოყოლია. დაზიანებულია ცენტრალური გზის განათების ბოძები და ელექტრო გადამცემი ხაზები.
ავტომობილის მძღოლი აფხაზეთიდან დევნილია და ზუგდიდში ცხოვრობს.
ავტორი: თეა შონია






















