
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთი კომპანიის დისტრიბუციის თანამშრომელი ადგილზე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, სადისტრიბუციო მიკროავტობუსს, რომელიც ბოძს დაეჯახა, ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
დაშავებული და გარდაცვლილი პირები აჭარიდან არიან.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: თეა შონია























