13:58 | 2021-07-26 ავტორი: თეონა ყაჭიური

ხობში მოჭიდავეები დააკავეს – მათ შორის მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმიაც

ხობში მოჭიდავეები დააკავეს – მათ შორის მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმიაც

სამართალდამცველებმა ხობში რამდენიმე მოჭიდავე დააკავეს.

 

პოლიციელებმა 4 ახალგაზრდას მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, რამაც ახალგაზრდების გაღიზიანება გამოიწვია, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

„კურიერის” ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია.

 

მსოფლიო ჩემპიონს, ნუგზარ წურწუმიას და მოჭიდავე ნიკა ყორშიას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 3-დღიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს. მათ ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან.

 

ნაცემია ხობის პოლიციის კრიმინალური განყოფილების უფროსიც.

 

ზაზა დათეშიძეს და ვარლამ კვარაცხელიას კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე პრიმა მუხლით წარედგინათ, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დათეშიძის და კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხს ფოთის რაიონული სასამართლო განიხილავს.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X