16:59 | 2020-07-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ხომ არ დაეხმარა პრესა, ჟურნალისტიკა დამნაშავეებს? – ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე

ხომ არ დაეხმარა პრესა, ჟურნალისტიკა დამნაშავეებს? – ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე

„გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ისმება კიდევ სხვა კითხვები, ხომ არ დაეხმარა პრესა, ჟურნალისტიკა დამნაშავეებს“, – ამის შესახებ პროფესორმა, ექსპერტ-კრიმინალისტმა გიორგი დეკანოზიშვილი საუბრობს.

 

სასტიკად უნდა ვებრძოლოთ კრიმინალურ მენტალიტეტს - დეკანოზი ლომიძე შაქარაშვილის საქმეზე
2020-07-13სასტიკად უნდა ვებრძოლოთ კრიმინალურ მენტალიტეტს - დეკანოზი ლომიძე შაქარაშვილის საქმეზე

 

ექსპერტის აზრით საქმეში ორი გამოძიება, ჟურნალისტიკა და საგამოძიებო უწყება ერთმანეთს შეეჯახა.

 

„გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ისმება კიდევ სხვა კითხვები, ხომ არ დაეხმარა პრესა, ჟურნალისტიკა დამნაშავეებს. ყოველ დღე გაშუქება, ყოველ დღე ლაპარაკი აძლევთ მათ ყველანაირ ინფორმაციას თუ რა ხდება გამოძიებაში.

 

აქ ძალიან დიდი ყურადღება არის ხოლმე საჭირო, ეს პრობლემა ჟურნალისტიკის და გამოძიების ახალი არ არის, ეს მოდის კიდევ ძველი დროიდან.

 

საქმეში ორი გამოძიება, ერთი კანონმდებლობით და მეორე ჟურნალისტიკა თავისი წესებით ეჯახება ერთმანეთს.

 

ხომ ხედავთ უკვე გამოვიდა ახალი ინფორმაცია, თურმე ვერ დაინახეს ბავშვებმა ვინ მისდევდა, ეს ყველაფერი საიდან გაიგეს? ან ვიღაცამ უთხრა ასე ილაპარაკე, ან ააწყვეს ისტორიები“, – ამბობს დეკანოზიშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X