
ქართველი მომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ის ამბობს, რომ მას ინფორმაცია არასწორად გაუვრცელეს
„დღეს დავდე სტატუსი, მომღერლების ბედი ვიკითხე. ჯერ შემომივარდნენ გიენები, შემდეგ ვიღაცა უტვინო ჟურნალისტმა გაანიუსა და დააწერა თათარაშვილი დახმარებას ითხოვსო.ვის მოგთხოვეთ დახმარება ხომ არ გაუბერეთ თქვე იდიოტებო. რომ მიგაქვს დაუკითხავად ჩემი სტატუსი სათაური მაინც დააწერე ნორმალური !! აი ეხლა ეს წაიღე და დააწერე რაც გინდა !!!“, – წერს თათარაშვილი.
დღეს დავდე სტატუსი , მომღერლების ბედი ვიკითხე.ჯერ შემომივარდნენ გიენები, შემდეგ ვიღაცა უტვინო ჟურნალისტმა გაანიუსა და…
Gepostet von Temo Tatarashvili am Samstag, 25. April 2020
მომღერალმა მანამდე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე დაწერა და დაინტერესდა, თუ დახმარების რომელ კატოგორიაში გადიან მომღერლები.























