
სოაციალურ ქსელში კახა კალაძის და პატარა ომიკოს ვიდეო ვრცელდება, რომელსაც მერმა აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დანგრევის შემდეგ ბინა გადასცა.
როგორც ვიდეოდან ვიგებთ, ომიკო დედაქალაქის მერის წარსადგენ ღონისძიებაზე მთაწმინდის პარკში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დანგრევის შემდეგ „ფეისბუკზე” საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია მამა-შვილის ფოტომ. კახა კალაძემ საკუთარი ოჯახის სახელით ომიკოს და მის და-ძმებს ბინა გადასცა.






















