
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატების დღეზე სიტყვით გამოვიდა.
„ვიტყოდი ერთის მხრივ, რომ ეს სიტყვები წავართვა პოეტს „ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა…“ კიდევ უფრო ლამაზი დიპლომატია მინდა, კიდევ უფრო ეფექტური, იმიტომ, რომ ბევრი კიდევ ძალიან ბევრი საქმე არის, რომელსაც სჭირდება მეტი რესურსები, ბატონო პრემიერო.
დღეს არის სოციალური სივრცე, ინტერნეტი, სადაც ჩვენ დასაცავი გაქვს ყველაფერი – ისტორია, კულტურა, ენა და პოლიტიკა, რადგან იქ შემოდის ყველა და ყველა ავრცელებს ჩვენს შესახებ და ჩვენი ვითარების შესახებ ცრუ ინფორმაციას, რომელსაც სჭირდება ძალიან სწრაფი რეაგირება და ვინ თუ არა ადგილზე მყოფი ჩვენი დიპლომატები არიან იმ ადგილას, სადაც შეუძლიათ უფრო სწრაფად ამაზე პასუხი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓
























