23:22 | 2021-08-04 ავტორი: Prime Time

ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც ჭკუა დავატანოთ რამეს – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც ჭკუა დავატანოთ რამეს – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

დავაკვირდეთ ისრაელს და გავაგრძელოთ ვაქცინაციის და ეპიდემიის მართვა ისე, როგორც ისრაელი აკეთებს. ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც ჭკუა დავატანოთ რამეს,- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„2021 წლის სექტემბრისთვის (მაქსიმუმ ოქტომბრამდე) ფაიზერი მიიღებს ამერიკის წამლის სააგენტოს სრულ ავტორიზაციას. ჩვენ რა?! არაფერი, უბრალოდ, ფასი გაიზრდება $19-დან $180-მდე.

 

ამერიკაში საკანონმდებლო დონეზე ფაიზერით ვაქცინაცია იქნება სავალდებულო. ევროპის წამლის სააგენტო, სავარაუდოდ, ცოტათი დაგვიანებით იმავეს იზამს.

 

რა ვქნათ: დროზე გავაფორმოთ დამატებითი კონტრაქტები ფაიზერთან ახლანდელ ფასში. დავაკვირდეთ ისრაელს და გავაგრძელოთ ვაქცინაციის და ეპიდემიის მართვა ისე, როგორც ისრაელი აკეთებს. ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც ჭკუა დავატანოთ რამეს…

 

P.S.უაზრო კომენტარები იბლოკება (დამღლელია),“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

ავტორი: Prime Time

X