22:35 | 2020-11-05 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ხორვატიის საგარეო უწყება – მოხარული ვართ, რომ საქართველოში არჩევნების 1-ლი რაუნდი განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარდა

ხორვატიის საგარეო უწყება – მოხარული ვართ, რომ საქართველოში არჩევნების 1-ლი რაუნდი განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარდა

მოხარული ვართ, რომ საქართველოში არჩევნების 1-ლი რაუნდი განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ჩატარდა,- ამის შესახებ ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

ხორვატიის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მთავარ საკითხად რჩება დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფა მთელს საარჩევნო პროცესში.

 

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი განცხადებით, ესტონეთის მთავრობა იზიარებს საერთაშორისო დამკვირვებლების (OSCE/ODIHR) მიერ საქართველოში განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასებას.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X