22:50 | 2020-04-22 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ხშირად მივდივარ საკონსულტაციოდ ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან – ამირან გამყრელიძე

ხშირად მივდივარ საკონსულტაციოდ ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ის საკონსულტაციოდ მის კოლეგას, თენგიზ ცერცვაძეს ხშირად მიმართავს.

 

„დღეს ვინმეს რამე თუ სჭირდება, მათ შორის მეც, ხშირად მივდივარ საკონსულტაციოდ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებულ ექიმ კლინიცისტთან, ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან.

 

ის გახლავთ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი“- განცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მან ახალგაზრდა კოლეგებს უცხოეთში მიღებული განათლება მოუწონა.

 

ამასთანავე მოუწოდა, რომ თენგიზ ცერცვაძის საჯაროდ კრიტიკას და პროფესიულ საკითხზე მსჯელობას სოციალურ ქსელში და ტელეეთერებში შეეშვან.

 

„საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექიმს მოდით ნუ შევეხებით ასე.

 

არ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელსაც უამრავი დამსახურება აქვს, დარგები შექმნა ქვეყანაში და დღეს შუა ცეცხლშია კოვიდ 19-თან, იმიტომ, რომ თურმე „პლაქვენილს“ იყენებს, გავაკრიტიკოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X