00:08 | 2020-05-28 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ხშირად მცემდა ქამრით ისე, რომ მალურჯებდა… – ძალადობის მსხვერპლი ქალის სულისშემძვრელი ისტორია

ხშირად მცემდა ქამრით ისე, რომ მალურჯებდა… – ძალადობის მსხვერპლი ქალის სულისშემძვრელი ისტორია

ახალგაზრდა ქალი, უცხო ქვეყნის მოქალაქემ გააუპატიურა, აბორტი არარეგისტრირებულ კლინიკაში ძალით გააკეთებინა და და მისი ოთხი წლის შვილს დედის თვალწინ ახრჩობდა. – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს.

 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქალი ამ ყველაფერს თურქეთიდან გამოექცა, თუმცა მოძალადემ თბილისში ჩამოაკითხა.

 

მძიმე ისტორია საქართველოში გაგრძელდა. მსხვერპლი სამშობლოში ჩამოვიდა, მოძალადემ კი რომელიც თბილისში ჩამოფრინდა, ქალის ტერორი განაგრძო. მსხვერპლი პოლიციაში მივიდა, თუმცა ამტკიცებს, რომ იქ დასცინეს და უკან გამოუშვეს. ძალადობის მსხვერპლმა ქალმა სახალხო დამცველს უკვე მიმართა.

 

თურქეთის მოქალაქესთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ქართველი ქალი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა. ეშინია, რომ მოძალადე ისევ დაბრუნდება და ყველაფერი თავიდან დაიწყება. უცხო ქვეყნის მოქალაქე მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მისი 4 წლის შვილს კი დედის თვალწინ ახრჩობდა.

 

„ხშირად მცემდა ქამრით ისე, რომ მალურჯებდა. მერე სექსუალურ კავშირს ამყარებდა ჩემთან. ერთხელ ტელეფონი დამამტვრია თვალზე. ეს ყველაფერი ხდებოდა ჩემი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ… ჩემს პატარა შვილს თმებით ქაჩავდა, წყალს შეუშვერდა და ახრჩობდა. ვთხოვდი რომ გავეშვი, მაგრამ არ მიშვებდა. ჩემს სოციალურ ქსელს ის იყენებდა. შვილთან კონტაქტი ამიკრძალა.

 

მაშანტაჟებდა ყოველ დღე, რომ ჩემს შიშველ ფოტოებს, რომელიც სექსუალურ კავშირის დამყარების დროს ჰქონდა გადაღებული, ამ ყველაფერს გამომიქვეყნებდა. მემუქრებოდა, რომ ამ ყველაფერს აჩვენებდა ჩემს ძმას, ახლობლებსა და ნათესავებს.“- ამბობს მსხვერპლი.

 

სექსუალური ძალადობის შემდეგ ქალი ორსულად დარჩა. ის არალეგალურ კლინიკაში წაიყვანეს და აბორტი ძალით გაუკეთეს.

 

„ფეხმძიმედ, რომ დავრჩი, მითხრა ეს ბავშვი არ მინდაო. აბორტი უნდა გაიკეთოო. მე წინააღმდეგი ვიყავი. ძალით წამიყვანა სადღაც და ძალით გამიკეთა აბორტი.“- ამბობს მსხვერპლი.

 

ამ რეალობას მსხვერპლი საქართველოში გამოექცა, მოძალადემ თბილისში ჩამოაკითხა. სამართალდამცველებთან მოსული ქალი ამტკიცებს, რომ პოლიციამ დასცინა და უკან გამოუშვა.

ძალადობის მსხვერპლი დედა-შვილი, რომელიც ნანგრევებში ცხოვრობს - სულისშემძვრელი ისტორია
2020-05-26ძალადობის მსხვერპლი დედა-შვილი, რომელიც ნანგრევებში ცხოვრობს - სულისშემძვრელი ისტორია
ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X