
39 წლის რიფსიმე გეორქიანი, ქუთაისში თაბუკაშვილის #205 ნომერში მეუღლესთან და 5 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
ერთი საწოლი, ნათხოვარი ტელევიზორი, მეზობლისგან ნაჩუქარი ტანსაცმლის და სამზარეულოს კარადა და ორი ტაფა – რიფსიმე გერგიანის ოჯახში მხოლოდ ამ ნივთებს შეხვდებით.

სოციალურად დაუცველი ოჯახის ყოველდღიური საკვებია, მაკარონი და ბრინჯია, რომელსაც ზოგჯერ მეზობლები ჩუქნიან.
შვიდსულიანი ოჯახის მთავარი შემოსავალი სოციალური შემწეობა და მრავალშვილიანობის დახმარებაა.

როგორც მრავალშვილიანი დედა გვიყვება იმის გამო, ეს დახმარება არაფერში ყოფნით და ქუჩაში მოწყალებასაც იღებდნენ. თუმცა, საგანგებო მდგომარეობა, რომელიც პანდემიამ გამოიწვია, ოჯახი ამ მოწყალების გარეშე დატოვა.
„ქუჩაში არავინ დადის და ვინ უნდა გაიღოს დახმარება და მეორეც, მეშინია სოციალურმა სამსახურმა არ დამინახოს პრობლემა არ შემექმნას ბავშვების გამო“, – ამბობს რისფისმე.
ამბობს, რომ მისი მეუღლე უმუშევარია და ვერანაირი სამუშაო ამ ხნის განმავლობაში ვერ ნახა.
„ხშირად საჭმლის ფული არ გვაქვს. კიდევ კარგი ჯანმრთელობის მხრივ არ გვაქვს პრობლემები, თორემ რა გვეშველებოდა. სანამ დახმარება დაგვერიცხება, ვისესხე ფული.
150 ლარამდე ვალიც მქონდა მაღაზიაში, ნახევარი გადავიხადე. გვეუბნებიან მაღაზიაში, ჩვენც გვიჭირს და აწი „ნისიად“ არ გავცემთო. მოხალისეები პროდუქტით დაგვეხმარნენ კიდევ“, – ამბობს დედა.
ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი, რომელსაც დახმარების სახით იღებენ 600 ლარამდეა.
ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ თანხა ძირითადად საკვებზე და კომუნალურ გადასახადებზე მიდის.
სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროება მათთვის ფუფუნების საგანია.
რიფსიმე გვიყვება, რომ მისი მთავარი საზრუნავი შვილების ყოველდღიური გამოკვებაა, რაშიც კეთილი ადამიანების დახმარების იმედი აქვს.






















