
იოანე (ხუან) და ქრისტინე ბაგრატიონების შვილი, ბაგრატი გაქრისტიანდა.
ნათლობის ამსახველ ფოტოებს „ფეისბუქზე“ საქართველოს სამეფო ოჯახი ავრცელებს.
„ბაგრატის ნათლობა.
ნათლობის საიდუმლო აღასრულა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მიტროპოლიტმა დავით ალავერდელმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში“, – წერს იოანე (ხუან) ბაგრატიონი სოციალურ ქსელში.
ნათლობის რიტუალს მოწვეული სტუმარი, ლიხტენშტეინის პრინცესა, მისი უმაღლესობა მარია იმაკულატა ესწრებოდა.
„საქართველოში პირველად ვარ და მიხარია, რომ ჩემი სტუმრობა თქვენს ქვეყანაში პრინცი ბაგრატის ნათლობას უკავშირდება. საოცარი და შთამბეჭდავი რიტუალი იყო, დიდი ემოციებით ვარ დატვირთული და ბედნიერი ვარ, რომ ამ მნიშვნელოვანი დროის ნაწილი ვარ”, – განაცხადა პრინცესამ.
ნათლობას ასევე, ესწრებოდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე.
„ჩამოვედი ესპანეთიდან, ჩამოვუტანე მისალმება და მოლოცვა ესპანეთის მეფისგან, ფილიპე მეექსვსესგან. როგორც მოგეხსენებათ იგი არის იოანე ბაგრატიონის პირდაპირი ნათესავი. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. არამარტო ჩემთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა.”, – განაცხადა იოანე ბაგრატიონმა.
როგორც ცნობილია, უფლისწულს 8 ნათლია ჰყავს. ფოტოებიდან ჩანს, რომ პატარა ბაგრატის ნათლიები აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილიც არიან.























