12:29 | 2020-02-13 ავტორი: Prime Time

ხუბეის პროვინციაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ისევ გაიზარდა

ხუბეის პროვინციაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ისევ გაიზარდა

ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1310-ს მიაღწია. ბოლო ერთ დღე-ღამეში რეგიონში ახალი ტიპის დაავადებამ 242 ადამიანი იმსხვერპლა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

 

პროვინციაში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ინფიცირებულია 48200-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 3441 გამოჯანმრთელდა.

 

ჩინეთის ხელისუფლების მინფორმაციით, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ 77 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება, რომლებსაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.

 

ჩინეთის მთავრობის განკარგულებით, ხუბეის პროვინციაში დამატებით 2600 მედიკოსი გაგზავნეს.

ავტორი: Prime Time

X