
ეკონომიკა თუ ჯანმრთელობა? რა თქმა უნდა, ორივე ერთად, მაგრამ ზოგჯერ ეს რთული მისაღწევია, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეების ჯანმრთელობა უპირველესი იქნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეკონომიკური პროცესებიც შეუქცევადი არ უნდა იყოს.
„ეკონომიკა თუ ჯანმრთელობა? ორივე ერთად კარგია.
ეკონომიკური კრიზისიდან უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად და არა ის, ვინც გადარჩება და ეს დავამგვანოთ იმ სცენარს, რომელიც ჩვენ უკვე ვიხილეთ არაერთ ქვეყანაში, როცა ექიმები არჩევანს აკეთებენ, ვის მიხედონ და ვის არა.
ამიტომ, მე ვფიქრობ არ არის ახლა კრიტიკის დრო, ამის დრო გექნებათ. ახლა იმის დროა, ყველამ ვიზრუნოთ იმისთვის, რომ გავიდეთ სასურველ შედეგზე.
ამაზე საბჭო მუშაობს, ამაზე მუშაობს პარლამენტი, ამაზე მუშაობს ყველა უწყების წარმომადგენელი და თუკი ვინმეს დახმარება არ შეუძლია, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა მიმდინარეობს.
დეპუტატებმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილებას კენჭი უნდა უყარონ.






















