
ისრაელს ტერიტორიაზე 46 წლის ქალი საკუთარმა შვილებმა მოკლეს.
როგორც უცხოური მედია იუწყება, მკვლელობის მოტივი სარწმუნოებაა. 5 შვილის დედამ, რაშა მუკლაშამ უარყო ისლამი და ქრისტიანობა მიიღო. სწორედ ეს ფაქტი გახდა მისი რადიკალური ისლამის მიმდევარი შვილების მხრიდან ქალის სასტიკი მკვლელობის მიზეზი.
სამმა ვაჟმა ის ავტომობილით გაიტაცეს, ნაზარეთში მდინარე იორდანის პირას თოკით დაახრჩვეს და ცხედარი დამარხეს. როგორც ცნობილი ხდება, მკვლელობამდე მას შესთავაზეს, ან იესო აერჩია ან სიკვდილი, ქალმა კი უარი თქვა იესო ქრისტეს უარყოფაზე.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია მოკლულის 20, 23 და 27 წლის ვაჟები, თუმცა მათგან დანაშაულს მხოლოდ უფროსი ვაჟი აღიარებს და აცხადებს, რომ მკვლელობა მარტო ჩაიდინა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















