18:42 | 2021-11-20 ავტორი: Prime Time

ხვალ, ალბათ, გამოცხადდება – რა ინფორმაციას ავრცელებს ამირან გამყრელიძე

ხვალ, ალბათ, გამოცხადდება – რა ინფორმაციას ავრცელებს ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სასახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.

 

„ვაქცინა გამოიყენება რისკჯგუფებზე. ესენი არიან: ხანდაზმული ადამიანები, დიალიზზე მყოფები, შიდსით ინფიცირებულები, ჰეპატიტიანები, ასევე ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, მასწავლებლები და ა.შ. ახლა უფრო და უფრო ვაფართოებთ და ხვალ იქნება, ალბათ, ბრძანება ყველა მოქალაქეზე. გუშინდელი მონაცემებით აცრილია 90 ათასი ადამიანი. 100-110 ათასი დოზა კიდევ არის. სახელმწიფო ვაქცინა უფასოა.

 

ხვალ, ალბათ, გამოცხადდება, რომ ყველა აიცრას შეუზღუდავად, არამარტო რისკჯგუფები. სასურველია, დეკემბრის 15-მდე ყველა ავიცრათ. ჯერ არ გამოჩენილა გრიპის ვირუსი ქვეყანაში. იცით, რომ ვაკვირდებით, ყოველკვირეული მონიტორინგი გვაქვს მთელი ქვეყნის მაშტაბით, ე.წ. საყრდენი ბაზებით”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

არ მახსოვს პირველი პრეზიდენტის შიმშილობა რომ გტკიოდათ, არცერთი თქვენთაგანი არ მახსოვს ჩეჩნეთში, პანაშვიდებზე – გიორგი კალანდიას მიმართვა

 

VIDEO – როგორია მამა პეტრეს დილის რუტინა

 

„მე მაქვს და მინდა დაგიბრუნო“ – სოცქსელში 5-ლარიანის პატრონს ეძებენ

 

ფოტოები – აბაშის რაიონში კამეჩმა უცნაური ცხოველი გააჩინა

 

ორი შვილი მყავს, ერთი ფეხსაცმელი აქვთ, რიგ-რიგობით დადიან სკოლაში – შიო მღვიმელის აქამდე უცნობი წერილი

 

ავტორი: Prime Time

X