19:58 | 2020-06-02 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ხვალ ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში ელოდებიან – ეკატერინე ტიკარაძე თარიღის გადადებას ითხოვს 

ხვალ ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში ელოდებიან – ეკატერინე ტიკარაძე თარიღის გადადებას ითხოვს 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ხვალ პარლამენტში ელოდებიან. ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის კომიტეტმა დეპუტატ ლევან კობერიძის თხოვნით მიიწვია.

 

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ამბობს, რომ მინისტრმა განმარტებები კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციასა და სამომავლო პროგნოზებზე უნდა გააკეთოს.

 

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილების პირადი მონაცემები გაასაჯაროვეს
2020-06-02სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილების პირადი მონაცემები გაასაჯაროვეს

 

ჯანდაცვის მინისტრმა, პარლამენტს შეხვედრის თარიღის ივნისის ბოლომდე გადადება სთხოვა.

 

„პირადად მე და სამინისტროს მთელი გუნდი უაღრესად ვაფასებთ კომიტეტის ინტერესს და ჩართულობას ჯანდაცვის სექტორის ეპიდემიაზე მზაობის გაუმჯობესების კუთხით.

 

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, არსებული და შემხვედრი გარემოებების გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის გადადების თაობაზე და გთხოვთ, საკომიტეტო მოსმენისთვის საორიენტაციო პერიოდად განიხილოთ ამა წლის ივნისის თვის ბოლო კვირა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X