20:13 | 2021-12-03 ავტორი:

ხვალ მზის სრული დაბნელებაა – დედამიწის რომელი წერტილიდან იქნება მისი დანახვა შესაძლებელი

ხვალ მზის სრული დაბნელებაა – დედამიწის რომელი წერტილიდან იქნება მისი დანახვა შესაძლებელი

2021 წლის მზის სრული დაბნელების დაკვირვება 4 დეკემბერს იქნება შესაძლებელი და ის ყველაზე კარგად დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან გამოჩნდება.

 

მზის დაბნელება მაშინ მოხდება, როდესაც სავსე მთვარე დედამიწასა და მზეს შორის აღმოჩნდება და იგი დედამიწასთან საკმარისად ახლოს აღმოჩნდება იქნება იმისთვის, რომ მზის დისკო სრულად გადაფაროს. დაბნელების დროს დამკვირვებელი მხოლოდ ვარსკვლავის გარე მოელვარე შრის — კორონას დანახვას შეძლებს.

 

წელს მოვლენა ყველაზე კარგად ანტარქტიდიდან გამოჩნდება, თუმცა დაბნელების გარკვეული ფაზების დანახვა შესაძლებელი იქნება ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, არგენტინიდან და სამხრეთ აფრიკიდანაც.

 

წინა მზის დაბნელების უმეტესობის მსგავსად, 4 დეკემბრის დაბნელებაც შედარებით მცირე ხანს გასტანს. მისი ხანგრძლივობა 1 წუთი და 54 წამი იქნება.

 

ნაწილობრივი დაბნელება თბილისის დროით 4 დეკემბერს, დილის 11 საათზე დაიწყება და დღის 12 საათსა და 6 წუთზე დასრულდება, მზის სრული დაბნელება კი 11:33-ზე იქნება.

ავტორი:

X