
1 ივნისიდან მუშაობის აღდგენის საშუალება მხოლოდ ღია ტიპის რესტონებსა და ბარებს მიეცათ, თუმცა ხვალიდან დახურული რესტორნებიც იხნება.
რესტორნებში მაგიდებს შორის 2 მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, ხოლო 1 მეტრიანი დისტანცია სკამებს შორის.
ერთ მაგიდასთან 6 სრულწლოვანი ადამიანის განთავსებაა ნებადართული.
რესტორანში შესვლას პირბადით, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ შეძლებთ.
სასურველია რესტორანის ადმინისტრაციას წინასწარ დაუკავშირდეთ და მაგიდა დაჯავშნოთ.























