09:48 | 2020-03-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დღეს და ხვალ კორონავირუსისგან განკურნებული სხვა ადამიანები გვეყოლება – ალექსანდრე გოგინავა

დღეს და ხვალ კორონავირუსისგან განკურნებული სხვა ადამიანები გვეყოლება – ალექსანდრე გოგინავა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების რიცხვი შესაძლოა ხვალ გაიზარდოს. ამის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„დღეს და ხვალ, ამ მონაკვეთში დაახლოებით 2-3 ადამიანთან შეიძლება გვქონდეს უკვე 2 უარყოფითი პასუხი და გვყავდეს 2-3 სრულად გამოჯანმრთელებული ადამიანი.

 

ხვალისთვის უკვე შეიძლება გვყავდეს რამდენიმე ადამიანი გამოჯანმრთელებული“, – განაცხადა ინფექციონისტმა.

 

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 34 პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში არ გართულებულა, თუმცა 5 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:

 

 

 

 

 

 

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

ნახეთრა (არ) შეიზღუდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში

 

ასევე საინტერესოა: სპეცრეისების ფრენების განრიგი

 

!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X