11:33 | 2020-10-30 ავტორი: Prime Time

ხვალ ცრემლიანი გამარჯვებულები ვიქნებით – ნიკა მელია გორში მომხდარ ავარიას ეხმაურება

ხვალ ცრემლიანი გამარჯვებულები ვიქნებით – ნიკა მელია გორში მომხდარ ავარიას ეხმაურება

„არის წუთები, როდესაც სიტყვა ფასს კარგავს, ვეღარაფერს ვეღარ გადმოსცემს, აღარც კი იცი, აქვს თუ არა აზრი რამეს თქმას“,- ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია გუშინდელ ავარაიას.

 

როგორც ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ და ხვალ „ცრემლიანი გამრჯვებულები“ იქნებიან.

 

დაიღუპა ჩვენი 6 მეგობარი, მხოლოდ მეგობრები კი არა, რომელთანაც ერთად გამოვლილი წლები, წარსული გაკავშირებს, არამედ -თანამებრძოლებიც, რომელთან უფრო ძვირფასი – მომავალი და ამ მომავლისთვის ბრძოლა გაკავშირებს – ადამიანები ვისაც ეიმედებოდი და ვინც გეიმედებოდნენ….

 

ცნობილია გარდაცვლილთა ვინაობა, რომლებიც გორში შემზარავ ავარიას ემსხვერპლნენ
2020-10-30ცნობილია გარდაცვლილთა ვინაობა, რომლებიც გორში შემზარავ ავარიას ემსხვერპლნენ

 

ჩვენ მათ გარეშე, მაგრამ მათი სახელით გავაგრძელებთ ბრძოლას და ხვალ გამარჯვებულები ვიქნებით, მაგრამ ცრემლიანი გამარჯვებულები“,- წერს ნიკა მელია.

 

ცნობისთვის, შემზარავი ავარია გორში, გვიან ღამით მოხდა, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 10 ადამიანი. მიკროავტობუსის მგზავრები სამეგრელოში თბილისიდან ბრუნდებოდნენ.

ავტორი: Prime Time

X