16:39 | 2020-05-31 ავტორი: Prime Time

ხვალ ზაფხულის პირველი დღეა, შეზღუდვების უმეტესობა კი იხსნება

ხვალ ზაფხულის პირველი დღეა, შეზღუდვების უმეტესობა კი იხსნება

ხვალ ორშაბათია. თუ ჯერ კიდევ არ გაქვს გეგმები, რომელიც ხვალ უნდა განახორციელოთ „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ჩამონათვალს, რისი გაკეთებაც უკვე ნებადართულია და შესაბამისად, თქვენ მარტივად შეძლებთ ხვალინდელი დღის დაგეგმვას.

 

ტაქსი, მიკრო ავტობუსი, ავტობუსი და მეტრო უკვე ამუშავდა, ამიტომ შეგიძლიათ მუნიციპალური ტრანსპორტითაც იმგზავროთ, თუმცა უმჯობესია თუ სასურველ ლოკაციამდე ფეხით მისვლას გადაწყვეტთ.

 

ხვალ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

 

თუ გყავთ შვილი, და-ძმა ან მცირეწლოვანი ნათესავი, ხვალ მათი დღეა.

 

შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, უმჯობესია თუ მცირეწლოვანს, რომელიმე სარეკრეაციო ზონაში გაასეირნებთ.

 

 

შემუშავდა რეკომენდაციები კვების ობიექტებისთვისთვის - რა წესების დაცვა მოუწევთ რესტორნებს და კლიენტებს
2020-05-18შემუშავდა რეკომენდაციები კვების ობიექტებისთვისთვის - რა წესების დაცვა მოუწევთ რესტორნებს და კლიენტებს
ხვალიდან ღია ტიპის კაფე-ბარები და რესტორნები იხსნება

 

ალბათ, კარანტინის შემდეგ ყველას მოენატრა კაფეებსა და ბარებში სტუმრობა.

 

ხვალ ზაფხულის პირველი დღეა და ამინდიც ხელს გვიწყობს, რომ ღია ტიპის რესტორნებს ვეწვიოთ.

 

პირველი რაც ხვალ შეგიძლიათ გააკეთოთ დაჯავშნოთ ადგილი საყვარელ კაფეში და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. თუმცა პირბადის გაკეთება არ დაგავიწყდეთ.

 

თუ კარანტინში წონაში მოიმატეთ ან პირიქით გახდით, ბუნებრივია გარდერობის განახლებაც გჭირდებათ.

 

 

წესები, რომელთა დაცვაც ტრანსპორტით მგზავრობისას სავალდებულოა
2020-05-27წესები, რომელთა დაცვაც ტრანსპორტით მგზავრობისას სავალდებულოა
ხვალიდან სავაჭრო მოლები იხსნება

 

შეგიძლიათ დრო თქვენს საყვარელ ჰობს დაუთმოთ და ტანსაცმელი შეიძინოთ. თუმცა არ დაგავიწყდეთ პირბადის გაკეთება და ის, რომ მაღაზიაში ტანსაცმლის მოზომებას ვერ შეძლებთ.

 

ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, გაუქმდა გამოსაცვლელი ოთახები. სასურველი ნივთი შეგიძლიათ იყიდოთ, სახლში მოიზომოთ და იმ შემთხვევაში თუ ვერ მოირგეთ, თქვენი რჩეული ნივთი დაბრუნების შემდეგ, 2 კვირიან კარანტინში „გაემგზავრება“

 

 

დღეს ყველა ტიპის ღია ბაზრობა გაიხსნა - ნახეთ კიდევ რომელი ობიექტები ამუშავდა დღეიდან
2020-05-25დღეს ყველა ტიპის ღია ბაზრობა გაიხსნა - ნახეთ კიდევ რომელი ობიექტები ამუშავდა დღეიდან

სილამაზისა და ესთეტიკის სალონები 

 

თუ თქვენ ამ დრომდე ვერ მოახერხეთ სალონში წინასწარ ჩაწერა, მიმდინარე კვირა სავარაუდოდ ნაკლებად დატვირთული იქნება.

 

შესანიშნავი დროა საკუთარი თავის მოვლისთვის, ამიტომ შეგიძლიათ თქვენს საყვარელ სალონში გადარეკოთ.

 

როდის შევძლებთ მატარებლით გადაადგილებას - სავარაუდო დრო ცნობილია
2020-05-18როდის შევძლებთ მატარებლით გადაადგილებას - სავარაუდო დრო ცნობილია

სტომატოლოგიური მომსახურება  

 

სალონების მსგავსად გადატვირთულია სტომატოლოგიური ცენტრებიც. თუ თქვენ პროფესიონალთან ვიზიტი გჭირდებათ, აუცილებლად დარეკეთ წინასწარ, რადგან თავიდან აირიდოთ ხელოვნურ ხალხმრავლობაში ყოფნა.

 

 

ერთი კვირის შემდეგ, 8 ივნისიდან, თქვენ ასევე შეძლებთ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მეშვეობით გაემგზავროთ საყვარელ სასტუმროში ქალაქგარეთ.

 

მომავალი ორშაბათიდან საშუალება გექნებათ დახურული ტიპის რესტორნებსაც ეწვიოთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

შეზღუდვების ჩამონათვალი, რომლებიც კვლავ ძალაში რჩება.

საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა;

 

საგანმანათლებლო დაწესებულებები;

 

სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები დახურული რჩება;

 

ტაქსებში 3 ადამიანზე მეტის ყოფნა ისევ აკრძალულია;

 

სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღინისძიებების ჩატარება;

 

აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით;

 

დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში, და სოციალური დისტანციის დაცვა;​

 

იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი).

 

ავტორი: Prime Time

X