14:09 | 2020-03-24 ავტორი: Prime Time

ხვალაც თუ გექნება სიცხე, გამოიარე ფილტვებზე რენტგენი გადავიღოთო – ოთარ კახიძე

ხვალაც თუ გექნება სიცხე, გამოიარე ფილტვებზე რენტგენი გადავიღოთო – ოთარ კახიძე

„ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში საკუთარი მეგობრების ისტორიას ყვება, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომი აღენიშნებათ.

 

„გუშინ ორი ჩემი ნაცნობი მივიდა თბილისის კლინიკებში, სიმპტომები – ტემპერატურა, ყელის ტკივილი, სისუსტე – გასინჯეს, ერთს უთხრეს, ფილტვები სუფთაა და თავისუფალი ხარო, მეორეს – ხვალაც თუ გექნება სიცხე, გამოიარე, ფილტვებზე რენტგენი გადავიღოთო. ტესტი არ გაუკეთეს, ალბათ იმიტომ, რომ პანაცე არაა.“ – წერს კახიძე.

 

 

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

24 მარტის მონაცენებით, საქართველოში ინფიცირებულია 67 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

ავტორი: Prime Time

X