19:54 | 2021-08-02 ავტორი: თამარ გონგაძე

„ხვალიდან იმის კეთებას დავიწყებ, რაც შენ გიყვარდა“ – ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

„ხვალიდან იმის კეთებას დავიწყებ, რაც შენ გიყვარდა“ – ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

1 აგვისტოს ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. “ქართული ხმების” 42 წლის სოლისტი რაჭაში, მშობლიურ სოფელში, ხევში გადავარდა და მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

ანსამბლის პროდიუსერი, გივი მახაშვილი მეგობარს ემოციურ პოსტს უძღვნის.

 

გივი მახაშვილი: – „შენს გარეშე შევხდები ჩემს დაბადების დღეს. ვიცი, ვერ მომილოცავ და ვერ მეტყვი იმ სიტყვებს, რასაც მუდამ მეუბნებოდი. მე გეტყვი აქედან, გულით მიყვარხარ და მეყვარები მთელი ცხოვრება.

 

ხვალიდან იმის კეთებას დავიწყებ, რაც შენ გიყვარდა და სიამოვნებას განიჭებდა. შენი “ყველაფერჩიკი” დავრჩები მუდამ“.

 

თუ რის გაკეთებას აპირებს ანსამბლის პროდიუსერი და რა გეგმები აქვს, ჯერ ამაზე საჯაროდ არ საუბრობს.

 

 

ზურას გარდაცვალების მეორე დღეს, ნანა ცინცაძემ ლექსი დაწერა და დათო არჩვაძეს ტელეფონში წაუკითხა. დათომ ემოციური მუხტით დაწერილი სტროფები მელოდიით შემოსა.

 

მოგვიანებით მასზე არანჟირება ზვიად ბოლქვაძემ გააკეთა.

 

“რეპეტიციაზე ბიჭების დასაბარებლად ინსტინქტურად, პირველ რიგში, შენი ნომერი ავკრიფე, ზურა და მერე გამოვერკვიე, თუ რას ვაკეთებდი… და სამწუხაროდ, უშენოდ ვერავინ მოვიდა და გაბედა სიმღერა „ყელში ბურთით“… ვერ შევძელით ამ ეტაპზე და ეს ლოგიკურიც არის” – წერს დათო არჩვაძე “ფეისბუქზე”.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X