
„23 აპრილიდან კორონავირუსზე ტესტებს კიდევ ხუთი ლაბორატორია ჩაატარებს.“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით აღნიშნული ლაბორატორიები, სადაც PCR ტესტირების გაკეთება იქნება შესაძლებელი, სამი თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთიც ბათუმში მდებარეობს.
გამყრელიძისავე განცხადებით, დღეს ლაბორატორიული კვლევების პიკი იყო.
„24 საათში, 5 ლაბორატორიაში 695 კვლევა ჩატარდა, მათგან 92% დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამ ლაბორატორიაზე მოდის: ლუგარის ლაბორატორია, ბათუმისა და ქუთაისის.“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის უახლესი მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 416 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელებულია 107.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი.
- 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















