
ხვალიდან კვების ობიექტები მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„ხვალიდან კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ.
იხსნება კონცერტებსა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა. მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება წესების დაცვით“,- განაცხადა ღიბრაძემ.
ცნობისთვის, 5 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი.
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















