
„ხვალიდან ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის დადგენას შეძლებს“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეფერალურ ცენტრებში სინჯების გადაგზავნის აუცილებლობა აღარ იქნება.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ უკვე ძალიან დიდი ალბათობით (99,9%- ით) გვექნება საშუალება ვირუსის ამოცნობის. ჩვენ თავად გვექნება ლაბორატორიული საშუალება ლუგარის ცენტრში ამ ქვეტიპის დიაგნოსტირებისთვის, რაც ჩინეთში ცირკულირებს“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით, ვირუსმა ჩინეთში 361 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 17 200-ზე მეტია.
კორონავირუსისგან სულ 475 ადამიანი განიკურნა.






















