
ხვალიდან ქვეყანაში სწრაფი ტესტი უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ტესტების შემოტანა რამდენიმე ეტაპად მოხდება.
„ხვალ ველოდებით საქართველოში ტესტების შემოტანას. ოთხშაბათიდან უკვე შეგვეძლება დავიწყოთ სწრაფი ტესტირება. ტესტების შემოტანა მოხდება რამდენიმე ეტაპად. ჯერ ველოდებით ხვალ, შემდეგ ველოდებით 27-ში და ასევე არის გადანაწილებული 5 მარტისთვის . რაოდენობა არის საკმარისი, რათა მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი.
ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზების პასუხით, განკურნებულია 8 პაციენტი.
21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში






















