
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას იტალიურ გრანდში, „მილანში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან ყაზანის კლუბში 51 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. პორტალი Transfermarkt 20 წლის ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს.























