19:59 | 2021-06-11 ავტორი: Prime Time

ხვიჩა კვარაცხელია წალენჯიხაში გულშემატკივრებს შეხვდება

ხვიჩა კვარაცხელია წალენჯიხაში გულშემატკივრებს შეხვდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ხვალ, საშა კვარაცხელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მშობლიურ ქალაქში თავის გულშემატკივრებთან შეხვედრას გამართავს.

 

16 წლის მოსწავლეს რუსთავის მერმა მადლობის სიგელი გადასცა
2021-06-1116 წლის მოსწავლეს რუსთავის მერმა მადლობის სიგელი გადასცა

 

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარდება და დასწრება თავისუფალია.

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, ყაზანის „რუბინის“ მოთამაშე და დღეისთვის ყველაზე ძვირადღირებული და პოპულარული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 20 წლისაა და ის წარმოშობით წალენჯიხიდანაა.

 

შესაძლოა, ახალგაზრდა ფეხბურთელი სულ მალე ევროპის რომელიმე წამყვან კლუბში ვიხილოთ.

 

ბოლო ინფორმაციით, ის „რუბინმა“ 15 მილიონ ევროდ თურქეთის „გალათასარაის“ არ მიჰყიდა.

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: Prime Time

X