
საქართველოს ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმასიას რუსული კლუბის Facebook-გვერდი ავრცელებს.
„რუბინის“ პრესსამსახურმა საკუთარ გვერდზე 19 წლის ფეხბურთელის ვარჯიშის ფოტოებიც გამოაქვეყნა, წარწერით – „ნახეთ ვინ დაბრუნდა“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია COVID-19-ით 10 ნოემბერს, უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის შეხვედრამდე დაინფიცირდა, რის გამოც, საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ფინალურ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო. მასთან ერთად კორონავირუსით ინფიცირებული იყო ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, ლევან შენგელია.






















