22:22 | 2021-03-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი მატჩის შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი მატჩის შემდეგ

საქართველო-ესპანეთის მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი კომენტარი გააკეთა.

 

„დადებითად შევაფასებდი ჩვენს თამაშს, ცოტა არ გაგვიმართლა ბოლოში. ჩემს თამაშსაც დადებითად შევაფასებდი, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ, ალბათ უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა პირადად მეც და მთლიანად“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

 

 

საქართველო ესპანეთის ნაკრებთან ანგარიშით 1-2 დამარცხდა.

 

 

ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი ტაიმი ერთ ქულიანი ლიდერობით დაასრულეს. ანგარიშის გათანაბრება ესპანელებმა მეორე ტაიმში შეძლეს, ბოლო, გადამწყვეტი გოლი კი საქართველოს კარში დამატებით დროში გაიტანეს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X