16:37 | 2021-06-02 ავტორი: Prime Time

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასმა ისევ მოიმატა! – რამდენ მილიონად შეაფასეს ქართველი ფეხბურთელი

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასმა ისევ მოიმატა! – რამდენ მილიონად შეაფასეს ქართველი ფეხბურთელი

ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტო Transfermarkt.de-მ საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი კიდევ ერთხელ გაზარდა. განახლებულ სიაში 20 წლის ფეხბურთელის ღირებულებამ 3 მილიონი ევროთი მოიმატა და ახლა მისი ფასი 18 მილიონი ევროა.

 

No description available.

 

ამ მაჩვენებლით, კვარა ყაზანის „რუბინში“ პირველ ადგილზეა, რუსეთის პრემიერ ლიგაში კი მეოთხე ადგილს იკავებს. საგულისხმოა, რომ შარშან ამ დროისთვის მისი ფასი სულ რაღაც 4 მილიონ ევროს შეადგენდა, ახლა კი ღირებულება თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი.

 

No description available.

 

ამის გარდა, ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ კვარაცხელია მიმდინარე წლის ზაფხულში „რუბინს“ დატოვებს და ძალებს რომელიმე ევროპის ტოპ-ჩემპიონატში მოსინჯავს. ახალგაზრდა ფეხბურთელის მომავალს აქტიურად უკავშირებენ ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ლიდს იუნაიტედს.

ავტორი: Prime Time

X