
აჭარაში კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა და დღეს 3 პაციენტს გაწერენ საავადმყოფოდან. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ასევე აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯამში აჭარაში კორონავირუსი 13-მა ადამიანმა დაამარცხა. ამჟამად აჭარაში ჯამში 34 კოვიდ დადებითი პირი მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 399-მდე გაიზარდა. ინფომრაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზეა განთავსებული.
ბოლო მონაცემებით:
გამოჯანმრთელებულია 93 ადამიანი
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.
ავტორი: მარიამ ხითარიშვილი






















