
მიმდინარე კვირაში მეორე თავდასხმა კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილზე – აქტივისტების ცნობით, შემთხვევა ვაკეში მოხდა.
Tbilisi Pride-ის ორგანიზატორი თამაზ სოზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ წყვილს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იმ ბინის მეპატრონემ, რომელიც ქალებს ჰქონდათ ნაქირავები.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გოგო სასტიკადაა ნაცემი.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო.
ამჟამად ლესბოსელი წყვილი პოლიციის რაიონულ განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.























