19:51 | 2020-08-02 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

კიდევ ერთი ხმაურიანი სკანდალი, რომელიც ზურაბ ჟვანიას ვაჟს უკავშირდება – რომელი პოლიტიკოსი სცემა ბუსა ჟვანიამ

კიდევ ერთი ხმაურიანი სკანდალი, რომელიც ზურაბ ჟვანიას ვაჟს უკავშირდება – რომელი პოლიტიკოსი სცემა ბუსა ჟვანიამ

გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის და მისი მეგობრის დაჭრის ფაქტზე, პოლიციამ ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბუსა ჟვანია დააკავა.

 

`პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში, გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ ბუსა ჟვანია მის შვილიშვილს თავს საკუთარ სახლში დაესხა და ოთხი ჭრილობა მიაყენა.

 

მისივე განცხადებით, დაპირისპირება ქალის გამო დაიწყო, რომელიც თოფაძის სახლში ერთ-ერთ მეგობარს ახლდა და ჟვანიას სანახავად არ გამოვიდა.

 

ლევან თოფაძეს ხეჩინაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი ჭრილობა მას ფილტვში აქვს მიყენებული.

 

„ჩემმა შვილიშვილმა და ერთ-ერთმა ამხანაგმა ქალი მოიყვანა...
2020-08-02„ჩემმა შვილიშვილმა და ერთ-ერთმა ამხანაგმა ქალი მოიყვანა..." - გოგი თოფაძის შვილიშვილი საკუთარ სახლში დაჭრეს

 

`პრაიმტაიმი” შეეცადა ბუსა ჟვანიას დედასთან ნინო ჟვანიასთან და მშობლების ახლობლებთან დაკავშირებას, თუმცა ყველა მათგანს ტელეფონი გამორთული აქვს.

 

ბუსა ჟვანიას სახელი წლების წინ, კიდევ ერთ სკანდალს უკავშირდებოდა, გავრცელებული ინფორმაციით, მან ერთ-ერთ სასტუმროში პოლიტიკოსი გია ბარამიძე სცემა.

 

შემთხვევა 2015 წელს ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც ისინი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, თავ­და­პირ­ვე­ლად ბა­რა­მი­ძე გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბია ბიჭს, უთ­ქვამს, რომ მა­მა­მი­სის­თვის არა­სო­დეს უღა­ლა­ტია.

 

რაზეც ჟვანია გაღიზიანდა, თქვენ მამა მო­მი­კა­ლი­თო და ბა­რა­მი­ძეს ფი­ზი­კუ­რად გას­წო­რე­ბია. ბა­რა­მი­ძე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ბუ­სას­თან ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა უარ­ყო. “ზუ­რას ოჯა­ხის წევ­რებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა არას­დროს მქო­ნია და არც მექ­ნე­ბა“ – აცხა­დებ­და ბა­რა­მი­ძე.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X