16:27 | 2021-05-24 ავტორი: Prime Time

35 წლის კაცი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლას ცდილობდა, ხრამში გადაიჩეხა

35 წლის კაცი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლას ცდილობდა, ხრამში გადაიჩეხა

ოკუპირებულ გალის რაიონ სოფელ რეჩხის მკვიდრი 35 წლის გოჩა კორსანტია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვლითი გზით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა, სოფელ მუჟავას ტერიტორიაზე ხრამში გადაიჩეხა.

 

არსებული ინფორმაციით, გოჩა კორსანტია გადმოსასვლელად ენგურჰესის სადერევაციო მილებთან მისასვლელ ბილიკებს იყენებდა, მას ოჯახთან პროდუქტებით დატვირთული ცხენი მოჰყავდა დაბა ჯვარში,რომელთან ერთადაც დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.

 

თუ თქვენი პაროლი ამ 25-ს შორის არის, დაუყოვნებლივ შეცვალეთ!
2021-05-24თუ თქვენი პაროლი ამ 25-ს შორის არის, დაუყოვნებლივ შეცვალეთ!

 

ახალგაზრდა კაცს თან ოჯახის ერთი წევრი ახლდა. სწორედ მან დარეკა საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

 

კორსანტია ხრამიდან ამოიყვანეს, ის მრავლობითი დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებამ გადმოიყვანა.

 

მისი ოჯახის წევრების ნაწილი ოკუპირებული გალიდან გადმოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს. მათ სპეციალურ საშვს სთხოვენ, რომლის გაცემაზეც აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაცია უარს აცხადებს.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X