12:01 | 2020-05-04 ავტორი: Prime Time

კიდევ ერთი შემთხვევა თეთრიწყაროში – ვირუსი ქალს დაუდასტურდა

კიდევ ერთი შემთხვევა თეთრიწყაროში – ვირუსი ქალს დაუდასტურდა

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში, დღეს კოვიდ-19 კიდევ ერთ პაციენტს დაუდგინდა.

 

კლინიკური დირექტორის, ტატა შენგელაიას თქმით, პაციენტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდანაა.

 

„დღეს დილას დაახლოებით 12 საათზე მოვიდა ანალიზის პასუხი და ერთ პაციენტს 70 წელს გადაცილებულ ქალს, ინფექცია დაუდასტურდა, ის თეთრიწყაროს კლასტერია“,- განაცხადა ტატა შენგელაიამ.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

ჯამში, საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

მათ შორის, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223-ია

 

კარანტინის რეჟიმში – 5260

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

ავტორი: Prime Time

X