
თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ყველამ ერთად უნდა იზრუნოს ძალადობის, სიძულვილის ენისა და ცილისწამების დასასრულებლად.
„დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიან გამოვა და დააფიქსირებს მხარდაჭერას, თანადგომას. კიდევ ერთხელ ვეტყვით არას ძალადობას, სიძულვილის ენას, ბოროტებას, ცილისწამებას, რაც, სამწუხაროდ ყოველდღიურობაში შემოგვეჩვია და ეს ძალიან ცუდია. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი დავასრულოთ“, – განაცხადა კალაძემ.
„ქართული ოცნება“ შემაჯამებელ საარჩევნო აქციას 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გამართავს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















