18:57 | 2021-09-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „ენმს“ პოლიტიკური თამაშის წესი ფიზიკურ დაპირისპირებასა და გვამებზე გადის – თამთა მეგრელიშვილი

კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „ენმს“ პოლიტიკური თამაშის წესი ფიზიკურ დაპირისპირებასა და გვამებზე გადის – თამთა მეგრელიშვილი

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპირისპირებას ეხმაურება.

 

თამთა მეგრელიშვილი ნიკა მელიას პოლიტიკურად ტლუ ზონდერს უწოდებს:

 

საშინლად უდროოდ წავიდა - ელენე ხოშტარია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
2021-09-23საშინლად უდროოდ წავიდა - ელენე ხოშტარია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად კურთხეული მინი მიშა ნიკანორ მელია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პირდაპირ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან დაესხა თავს. ის, ირაკლი კობახიძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და მის ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აპირებდა, მაგრამ ხელი ჟურნალისტებმა შეუშალეს.

 

კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თამაშის წესი ფიზიკურ დაპირისპირებასა და გვამებზე გადის. საარჩევნოდ საუკეთესო იქნება რეალური მსხვერპლიც, რათა 2 ოქტომბრის წაგებული არჩევნები 3 ოქტომბრის ბართლომეს ღამედ აქციონ… ნიკანორ მელია, ეს პოლიტიკურად ტლუ ზონდერი მეგის ქარდავას გაგრძელებაა უკვე 2021 წლის საქართველოში!“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

ცნობისთვის, ევროკავშირის ოფისის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

 

მელიასა და კობახიძის დაპირისპირების მიზეზი დმანისში მომხდარი ინციდენტი გახდა.

 

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X